8/19/2013




   მეგობრობა 

                                                                                                                    ბავშვობიდან ერთად ხართ
                                                                  დროთა განმავლობაში თქვენი მეგობრობა იზრდება ასაკთან ერთად
მეგობრობა ! *
ერთმანეთს ყველაფერს ეუბნებით და ასაკთან ერთად თქვენი მეგობრობაც იზრდება და უფრო დიდი საფუძველი უჩნდება, უფრო მეტ დროს ატარებთ ერთად და უფრო კარგად ერთობით, მოკლედ უერთმანეთოდ ვერ ძლებთ.
მეგობრობა ! *
მოდის დრო როცა შენს მეგობარზე განაწყენდები, გულს ატკენთ ერთმანეთს, იმ დროს თავი მართალი გგონია, ლანძღავ და ბოლოს ამას ნანობ და ეს ყველაფერი ფურცელზე გადაგაქ
ამ დროს ორივე ძალიან იტანჯებით. თქვენს ადგილს კი დათუნია ცვლის…
100 yvelaze Magari Statusi / 100 ყველაზე მაგარი სტატუსი
დარდობ და ესაუბრები საკუთარ თვს, ეკითხები თუ რა დააშავე ასეთი რომ მეგობარი დაკარგე…
დაგკარგე და ისევ მეტკივილები...
შენი მეგობრის ადგილს სხვა ვერავინ ცვლის… ამბოობ იმ წუთას “მე მას აღარასოდეს შევურიგდები” მაგრამ ეს ყოველივე ფარსია, გულში სულ საწინააღმდეგოს ფიქრობ და ტირი…
კ ა ტ რ ი ნ კ ა
ყოველდღე იწერ შენს გრძნობებს, თან თავს იფასებ და არ მიდიხარ მასთან, არც ის მოდის, ამ დროს კი ორივე იტანჯებით
სტატუსები..!!!! 11♥
ამ დროს გინდა რომ მიხვიდე მასთან მაგრამ არ მიდიხარ რადგან მას ელოდები… იქნებ ისიც ასე ფიქრობს სამუდამოდ უნდა დაკარგოთ ერთმანეთი? მე ასე არ ვფიქრობ არასდროს, არ ველოდები მას, ამ დროს შენ გგონია რომ ამით თავს დაიმცირებ მაგრამ ეს ასე არაა. ბევრი გულის წყენა მაქვს მაგრამ ამას ჩემს მეგობარს არ ვანახებ რომ მე მწყინს, ამას ერთ დროს ვეტყვი, როცა ამ თემაზე ვისაუბრებთ და გულწფელად ვეტყვით ყველაფერს. მე მას არასოდეს დაველოდები. მე ბოლოს მაინც მივალ და ბოდიშს მოვუხდი, თუმდაც მართალი ვიყო, მე მას არ დავკარგავ…
როცა მას ნახავ აკითხებ შენს ჩანაწერებს, ისიც გაკითებს და გეუბნება “აქამდე რომ წაგეკითხებინა ხომ შეგირიგდებოდი” ასეა, მე ბევრი ასეთი გადამხდენია.
და დარჩენილ დროს ერთად ატარებთ. მეგობრობა არ არსებობს სადაც წყენა და ჩხუბი არ არის. თუ მეგობარი გყავს ესეც უნდა გაიზიარო…
ბრძნული გამონათქვამები | 3

ბრძნული გამონათქვამები | 3

მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის

“შენი მეგობარი არის ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მიუხედავად ამისა მაინც უყვარხარ.”

“მეგობრობა ძვირფასი განძია, ის არ არის ჩრდილში, ის ცხოვრების მანათობელია. მადლობელი იყავი ცხოვრების იმ ნაწილისა რომელიც ანათებს შენს სიცოცხლეს.”

“არ მომყვე უკან, მე შეიძლება ვერ გიწინამძღვრო, არ იარო ჩემს წინ მე შეიძლება ვერ გამოგყვე. იყავი ჩემს გვერდით, თუ ხარ ჩემი მეგობარი.”


“მეგობრობა.. სკოლაში არ ისწავლება. მაგრამ თუ არ გაქვს ნასწავლი მეგობრობის მნიშნელობა, შენ არ გაქვს ნასწავლი არაფერი.”
“მე არ მჭირდება მეგობარი რომელიც იცვლება როცა მე ვიცვლები. რომელიც თავს უკრავს როდესაც მე ვუკრავ. ჩემი ჩრდილი უნდა იყოს უკეთესი.”
“მეგობარია ის ვისაც შეგიძლია დაურეკო დილის 4 საათზე. ამას მნიშვნელობა არ აქვს.”
“არასოდეს ახსნა ! შენს მეგობრებს ეს არ სჭირდება, ხოლო შენი მტრები მაინც არ დაგიჯერებენ.”
“მეგობრობის ენა არ შეიცავს სიტყვებს, მხოლოდ მნიშნელობებს.”
“ყველაზე დიდი რაც შეიძლება ჩემი მეგობრისათვის გავაკეთო, ესაა უბრალოდ ვიყო მისი მეგობარი.”
“დედამიწაზე არაფერია იმაზე დასაფასებელი ვიდრე ნამდვილი მეგობრობაა.”
“როდესაც მეგობარი უსიამოვნებაშია, არ მოაბეზრო თავი კითხვით შეგიძლია თუ არა რამით დახმარება. უბრალოდ მოიფიქრე რაიმე სათანადო და შეუდექი მის განხორციელებას”

“დაიმახსოვრე, საუკეთესო საჩუქარს ვერ აღმოაჩენ ნაძვის ხის ქვეშ. მას იპოვი ნამდვილი მეგობრის გულში”

“ჩაებღაუჭე შენს ნამდვილ მეგობარს ორივე ხელით”
“მეგობარი არის ადამიანი, რომელთანაც შემიძლია ვიყო გულწრფელი”
იყავი საუკეთესო შენი მეგობრისათვის”
ცხოვრება არაფერია მეგობრობის გარეშე”
“ნამდვილი მეგობარი არის ადამიანი რომელიც არის შენთან ერთად მაშინ როდესაც ის სხვაგან უნდა იყოს.”
“მეგობარი არის საჩუქარი რომელიც შენ შენს თავს მიუძღვენი”
“შეუძლებელია მეგობრობა იყოს იქ სადაც არ არის თავისუფლება”
“წიგნები მეგობრების მსგავსად შეიძლება იყოს ცოტა მაგრამ საუკეთესოდ შერჩეული”
“მეგობარი არის ადამიანი რომელსაც შენი სჯერა, მაშინ როდესაც თავად დაკარგული გაქვს საკუთარი თავის რწმენა.”

მეგობრობა არის ღმერთის გზა ვიზრუნოთ ერთმანეთზე”


მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა
ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს
❀ ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ
❀ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები
❀ მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის
❀ მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ.
❀ როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არაა
❀ მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს

☆ ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ…







ეხლა კიდე მე ვიტყვყვი რაღაცას მეგობრობაზე და თუ დამეთანხმებით..
ე.ი მეგობარი ის ადამიანია ვისთანაც შეგიძლია ხმამაღლა იფიქრო!!!









სახალისო ტესტები


ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები. ბოლოს პასუხებზე მითითებული ქულები შეკრიბეთ და შეუსაბამეთ ერთ – ერთ პასუხს.
1) რა სიმაღლის ხარ?
ა)საშუალოზე მაღალი – 6ქ.
ბ)საშუალო – 4ქ.
გ)დაბალი – 2ქ.
2) რა ფერის კანი გაქვთ?
ა)ღია – 4ქ.
ბ)მუქი – 6ქ.
გ)მოყვითალო – 2ქ.
3) დიდი ყურები გაქვთ?
ა)დიახ – 6ქ.
ბ)ნორმალური ზომის – 4ქ.
გ)ძალიან პატარა – 2ქ.
4) როგორ საზოგადოებაში გიყვართ ყოფნა?
ა)კომპანიაში – 6ქ.
ბ)მარტო – 4ქ.
გ)ძალიან დიდ კომპანიაში – 2ქ.
5) რომელი პროდუქტი გიყვარს?
ა)ხორცეული – 6ქ.
ბ)მცენარეული საკვები – 4ქ.
გ)ყველაფერი – 2ქ.
შეკრიბეთ ქულები და მიიღეთ პასუხი:
10-14ქ : მაკაკა ხარ, პატარა და კოხტა, ხალისით აღსავსე.
15-24ქ : შენ შიმპანზე ხარ, ყველაზე სიმპატიური მაიმუნი. (მეტი კომპლიმენტი რა გინდა? :D D)
25-30ქ : ორანგუტანი ბრძანდები (ცივილიზებული ორანგუტანი)
პასუხი ვინ რა მიიღო ?? :D D






საჩუქარი – სასიამოვნო სიახლე თუ დამატებითი ვალდებულება

არ შემხვედრია ისეთი ადაიანი, ვისაც არ უყვარს საჩუქრების მიღება. პატარა სუვენირი იქნება თუ ძვირადღირებული ნივთი, ეს უდავოდ სასიამოვნოა. თქვენ გჩუქნიან და თქვენც ჩუქნით, მაგრამ ოდესმე გაგიფორმებიათ ჩუქების ხელშეკრულება? საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით დადგენილი წესით ეს შესაძლებელია და გულისხმობს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებაში, მისივე თანხმობით.
მხედველობაში იქონიეთ, რომ მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ ნაჩუქარი ნივთი უძრავია, ხელშეკრულება საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება დადებულად.
თუ თქვენ გაქვთ მიღებული პირობა, რომ მიიღებთ საჩუქარს, გაიხსენეთ არის თუ არა ეს პირობა წერილობით გაფორმებული, თუ ეს ასე არ არის, თქვენ ვერ მოედავებით მჩუქებელს პირობის შეუსრულებლობის გამო. თქვენ თვითონ აპირებთ ისეთი ქონების გაჩუქებას, რომელიც საარსებო წყაროს გისპობთ თქვენ ან თქვენს კმაყოფაზე მყოფ პირებს? გაითვალისწინეთ, რომ კანონით თქვენ ამის უფლება არ გაგაჩნიათ.
ისეთი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, როდესაც ცხადი ხდება რომ მჩუქებელმა ბოროტი განზრახვით დამალა გაჩუქებული ქონების ნაკლი, იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.
მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს ომ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული. თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
თუ უკვე მიიღეთ ნაჩუქარი ქონება, მჩუქებელს აუცილებლად კარგად მოექეცით. კანონით განსაზღვრულია რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებელის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნას მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის მოთხოვნა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
მოგეხსენებათ, რომ ნაჩუქარის მიღებასთან ერთად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვალდებულებასთან ერთად იღებთ იმ ვალდებულებას, რომელიც დაკავშირებულია ამ ქონებასთან. ეს შეიძლება იყოს იპოთეკური თუ სხვა სახის ვალდებულება. თქვენ ამ გარემოების შესახებ თავიდანზე უნდა იყოთ საქმის კურსში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ უარი თქვათ ქონებაზე და დაუბრუნოთ მჩუქებელს. ან შეიძლება თანახმა ხართ მომყოლი ვალდებულების შესრულებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში განსაზღვრეთ, საჩუქარი – ეს არის დიდი სიხარული თუ დამატებითი ვალდებულება.





No comments:

Post a Comment